ოქროს თამასუქი - ფასიანი ქაღალდი ყველაზე მაღალი სარგებლით | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

თამასუქი

ოქროს თამასუქი - ფასიანი ქაღალდი ყველაზე მაღალი სარგებლით

...

ოქროს თამასუქის ისტორია 2008 წლიდან იწყება, როცა ‘რიკო ექსპრესმა“ ქართულ ბაზარს ფულის დაბანდების უნიკალური შესაძლებლობა შესთავაზა.

მას შემდეგ ოქროს თამასუქი ერთ-ერთი ყველაზე მყარი და მაღალსარგებლიანი პროდუქტია, რომელიც მაღალი საპროცენტო სარგებლითა და მოხერხებული პირობებით არის ცნობილი.

რატომ არის ოქროს თამასუქი მყარი და მაღალსარგებლიანი პროდუქტი?

ნებისმიერ ფასიან ქაღალდს გამცემი ორგანიზაციის ფინანსური სტაბილურობა ამყარებს. შესაბამისად, „ოქროს თამასუქის“ სანდოობა „რიკო ექსპრესის“ სანდოობას ნიშნავს.

„რიკო ექსპრესის“ ნდობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამჭვირვალე, სანდო და სტაბილური ფინანსური მდგომარეობაა, რომელიც ყოველთვის წარმატებით უმკლავდება ნებისმიერ გამოწვევას.

1997 წლიდან მოყოლებული კომპანია წარმატებით უმკლავდება ყველა ეკონომიკურ გამოწვევას. კორონავირუსის პანდემიის დროსაც კი, კომპანიამ 2020 წელს 50.5 მილიონიანი, ხოლო 2021 წელს 48.7 მილიონიანი მოგება მიიღო. შედეგად კი, „თიბისისა“და „საქართველოს ბანკის“ შემდეგ, ქვეყნის მესამე ყველაზე მომგებიან ფინანსურ ორგანიზაციას წარმოადგენს.

2015 წლიდან „რიკო ექსპრესი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან აუდიტორულ კომპანია „ერნსტ ენდ იანგთან“ (Ernst & Young), კომპანიაში დაგირავებული ძვირფასეულობა კი, დაზღვეულია Loyd’s-ის საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფში. ყოველივე ეს დამატებით ზრდის ორგანიზაციის სანდოობასა და სტაბილურობას.

გარდა ამისა, კომპანიის ფინანსური დოკუმენტები ყოველთვიურად ქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდზე და ნებისმიერი პირისთვის ღია და ხელმისაწვდომია.

საუკეთესო დრო კაპიტალდაბანდებისთვის

ხშირად ფინანსური მოლოდინები საკმაოდ ბუნდოვანია, ასეთ დროს შეიძლება კაპიტალი შევინახოთ და ინვესტირებისთვის ხელსაყრელ დროს დაველოდოთ. თუმცა თანხის მუთაქაში შენახვის მაგივრად, პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან თანამშრომლობა გაცილებით მომგებიანია. ასეთ დროს, „ოქროს თამასუქი“ საშუალებას მოგცემთ გარანტირებულად მიიღოთ ყველაზე მაღალი ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი.

 

„ოქროს თამასუქის“ მინიმალური ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

ღია და დახურული თამასუქისთვის საპროცენტო სარგებელს ყოველთვიურად გაიტანთ.

იმისათვის, რომ გაიგოთ, ზუსტად რა სარგებელს მიიღებთ „ოქროს თამასუქით“ სარგებლობისას, იხილეთ „რიკო ექსპრესის“ თამასუქის კალკულატორი, მიუთითეთ სასურველი თანხა და მონიშნეთ თამასუქის პირობები, ან დაგვიკავშირდით - 032 2 29 29 29.

სხვა სტატიები სრული არქივი