რიკოს პროდუქტები, რომლებიც შვებულებისას დაგჭირდებათ! | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

დასვენება და გართობა

რიკოს პროდუქტები, რომლებიც შვებულებისას დაგჭირდებათ!

...

ზაფხულია და ფული ყველას გვჭირდება. დასვენება და გართობა კი, არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა, რაც ბიუჯეტის სწორ მართვასა და დაგეგმვას საჭიროებს. ჩვენი საქმეც სწორედ ეს არის - მოგაწოდოთ ყველაზე მომგებიანი და სარფიანი შემოთავაზებები, რომლებიც თქვენს შვებულებას დაუვიწყარ თავგადასავლად გადააქცევს.

მაშ ასე - ამ ბლოგში რიკოს საზაფხულო პროდუქტებზე ვისაუბრებთ...

#1 მოხერხებული ლომბარდი

საზაფხულო პროდუქტების ჩამონათვალი ნამდვილად მოხერხებული
ლომბარდით
უნდა იწყებოდეს. ჩვენი სლოგანი ასეთია:

მოხერხებული ლომბარდი - ჩააბარე და დაიბრუნე ნივთი სასურველ ქალაქში

მოხერხებული ლომბარდი საშუალებას გაძლევთ სესხი აიღოთ ერთ ქალაქში, ხოლო დაფარვის შემდეგ უზრუნველყოფის ნივთი სხვა ქალაქში დაიბრუნოთ.

შეგახსენებთ, რომ რიკოს ქსელი საქართველოს 23 ქალაქის 48 ფილიალს აერთიანებს, ასე რომ სადარდებელი ნამდვილად არაფერი არ გაქვთ, სესხის დაფარვისას კუთვნილ ნივთს უახლოეს ფილიალში დაიბრუნებთ.

#2 რიკოგრამი

ზაფხული და მოგზაურობა ორი განუყოფელი რამ არის. მნიშვნელობა არ აქვს სად მოგზაურობთ, საქართველოში თუ საზღვარგარეთ - რიკო ექსპრესის ფულადი გზავნილები ყოველთვის თქვენს სამსახურშია.

არ დაგავიწყდეთ, რომ რიკოგრამს მთავარი უპირატესობა უპრეცედენტოდ დაბალი საკომისიოა: საბერძნეთში 0.8%, ისრაელში 0.9%, იტალიაში 1% ხოლო ესპანეთში 1.1%. რაც შეეხება საქართველოს, რიკოგრამის საქალაქთაშორისო გზავნილების საკომისიო სულ რაღაც 0.5%-ია!

#3 ვალუტის კურსი

საზღვარგარეთ მოგზაურობა ვალუტის გადაცვლასთან პირდაპირ კავშირშია. მნიშვნელობა არ აქვს მიდიხართ თუ მოდიხართ, ნებისმიერ შემთხვევაში რიკო ყველაზე სარფიან გაცვლით კურსს შემოგთავაზებთ.

მართალია პანდემიის ფონზე საერთაშორისო მიმოსვლა შედარებით შემცირებულია, თუმცა იმედი გვაქვს ძველ რეჟიმს მალე დავუბრუნდებით და ვალუტის კურსიც ჩვენი სიის პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

მოხერხებული მომსახურება და მარტივი გადახდა

საზაფხულო პროდუქტები მოხერხებული და მარტივი მომსახურების გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელი იქნებოდა. ერთგული მომხმარებელი დაგვეთანხმება, რომ რიკოს გადახდის სისტემა ძალზე
სწრაფი, ზუსტი და მოსახერხებელია.

გადახდა ჩვენი ფილიალების გარდა ონლაინ, ჩვენი ვებ-გვერდიდან, თიბისის ბანკინგით, ასევე თიბისი ფეისა და საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც შეიძლება.

რაც შეეხება მომსახურებას, ჩვენი 48-ვე ფილიალი ყოველდღე 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია.

Other articles Full archive