საუკეთესო ვალუტის კურსი ანუ სად დავახურდავოთ ფული? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

ვალუტის კურსი

საუკეთესო ვალუტის კურსი ანუ სად დავახურდავოთ ფული?

...

დაკვირვებულ თვალს ვალუტის კურსის ცვლილება არასდროს გამოეპარება, არც ის გამორჩება თუ რომელ ბანკს, მისოს თუ სავალუტე ჯიხურს აქვს უფრო სარგებლიანი ვალუტის კურსები. კურსის სხვაობა განსხვავებულია, ზოგან დიდია, ზოგან კი
მინიმალური. არის ჯიხურები, სადაც დაბალ კურსს გამოაკრავენ, შიგნით შეხვალთ და დაკლებულ ფასს საწევროს სახით გამოგართმევენ. ამიტომ დაკვირვებულმა თვალმა ისიც ყველზე კარგად იცის, რომ საუკეთესო ვალუტის კურსები „რიკო ექსპრესშია“.

რადგან ვალუტის კურსზე ვსაუბრობთ ერთ კაი ამბავს მოგიყვებით. 2012 წელს ქუთაისში პირველი ფილიალი გავხსენით. ახალი ოფისი, ახალი პერსონალი, ორგანიზაციამ ახალი ცხოვრება დაიწყო... თან უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება
გვქონდა დაგროვილი და ვალუტის კურსი ნამდვილად ჩვენი ძლიერი მხარე იყო. ჩვენც ახალ ბაზარს ახალი კურსი შევთავაზეთ - სხვობა კი იმდენად დიდი იყო, რომ ადგილობრივი „ვალუტშიკებმა“ ჩვენს ოფისთან აქციების გამართვა დაიწყეს. მსგავსი პროტესტი ბათუმშიც განმეროდა და მეტიც, ყოველ ჯერზე, როცა რიკო პირველად შედის რომელიმე ქალაქში, ადგილობრივი ჯიხურები ვალუტის კურს რამდენიმე საათში აკორექტირებენ.

არ გჯერათ?! მაშინ პატარა ექსპერიმენტს გასწავლით:

მოძებნეთ ნებისმიერი ქალაქი რომელშიც რიკო ექსპრესის ფილიალია და გაარკვიეთ საშუალო ვალუტის კურსი, შემდეგ წადით უახლოეს ქალაქში, სადაც ჩვენი ფილიალი არ არის და სხვაობას თვალსა და ხელს შუა შეამჩნეთ. გგონიათ დამთხვევაა? შეიძლება, თუმცა ფაქტია, რომ ვალუტის კურსი ბორჯომში გაცილებით მაღალია ვიდრე ხაშურში, გურჯაანის კურსი კი ყოველთვის სჯობს ყვარელისას.

დროდადრო ჩვენი ქსელი ფართოვდება და „ვალუტშიკების“ კურსის კორექტირებაც ერთგვარ ტრადიციად იქცა. ბოლო თვეებში რიკოს ქსელს ოთხი ახალი ქალაქი დაემატა - ახალციხე, ახალქალაქი, კასპი და ბოლნისი. ჩვენი ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება კურსი კი ტრადიციულად ყოველთვის ყველაზე კონკურენტულია.

Other articles Full archive