რატომ ხართ რიკოში დაცული? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

მომსახურება

რატომ ხართ რიკოში დაცული?

...

ქვეყანაში კვლავ კორონავირუსი მძვინვარებს და ვირუსისგან თავის დაცვა კვლავ ჩვენი უპირველესი საზრუნავია. კორონავირუსის გავრცელების რისკი თავშეყრის ადგილებში ძალზე მაღალია. სწორედ ამიტომ რიკო კრედიტმა ვირუსის პრევენციის განსაკუთრებული ზომები აქვს მიღებული, ამ ბლოგში სწორედ ამ ზომებზე შესახებ გიამბობთ.

ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად რიკო ექსპრესმა სპეციალური ზომები გაზაფხულზევე მიიღო. ვირუსი ჯერ კიდევ ახალი დაფიქსირებული იყო როცა რიკოს ფილიალებში დაიწყო ყოველდღიური დეზინფექცია, მომსახურე პერსონალი აღიჭურვა ხელთათმანებით და დამცავი საშუალებებით, მომხმარებლებისთვის კი პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმებასთან ერთად, დადგა ახალი ზომების და ინფრასტრუქტურის შეცვლის საჭიროებაც. ივნისის თვიდან მოყოლებული რიკო ექსპრესმა განახორციელა ნახევარმილიონი ინვესტიცია და დაიწყო გარე სალაროების დამონტაჟება. შედეგად, დღეისათვის რიკო ექსპრესის 43 ფილიალიდან 31-ში მომსახურება სრულიად დაცულად, დახურულ სივრცეში შესვლის გარეშე არის შესაძლებელი, ხოლო დარჩენილ 12 ოფისში ინფრასტრუქტურა უახლოეს მომავალში შეიცვლება.

გარე სალაროების დაყენების პარალელურად, რიკო ექსპრესი გთავაზობთ დისტანციურად გადახდის საშუალებას, როგორც ჩვენი საიტიდან, ასევე თიბისი ბანკის ონლაინ ბანკინგის მეშვეობით.

ვირუსის პრევენციის გარდა, რიკო ესპრესი იყო სესხების რესტრუქტურიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ინიციატორი. ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპზე რიკო ექსპრესმა მომხმარებლებს შესთავაზა სესხის გადავადების სამთვიანი პროგრამა, შემდგომ კი დანერგა სესხის რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალურ მიდგომა.

რიკო ექსპრესი ყოველთვის მზად არის გაუმკლავდეს დაბრკოლებებს და შეინარჩუნოს უმაღლესი ხარისხის მაღალპროფესიული მომსახურება, ჩვენთვის ჩვენი მომხმარებლების და თანამშრომლების ჯანმრთელობა უპირველესი პრიორიტეტია.
 

Other articles Full archive