როგორ დავფაროთ სესხი უფრო დროულად? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

სალომბარდე სესხი

როგორ დავფაროთ სესხი უფრო დროულად?

...

სესხის დაფარვა ერთი შეხედვით ძალზე მარტივი პროცესია, სესხულობთ თანხას და შემდგომ ყოველთვიურად ფარავთ ძირს და პროცენტს. თუმცა ეს მარტივი პროცედურა ზედმიწევნით ყურადღებას და ორგანიზებულობას მოითხოვს. ამ ბლოგში ვისაუბრებთ თუ როგორ დავფაროთ აღებული სესხი დროულად, დამატებითი ხარჯების, ჯარიმებისა და გართულებების გარეშე. 

წინასწარ დაგეგმეთ სესხის დაფარვა

როგორც აღვნიშნეთ ორგანიზებული მიდგომა წინასწარ აგარიდებთ პრობლემებს. სალომბარდე, იპოთეკური, ან ნებისმიერი სხვა სახის სესხის სარგებლობისას მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვროთ თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტი, სესხის დაფარვა კი ყოველთვის პრიორიტულად განიხილეთ. მაქსიმალურად ეცადეთ თავიდან აირიდოთ დაგვიანება, ხოლო თანხა შემოსავლის მიღებისთანავე დაფარეთ - ასეთ შემთხვევაში არც თანხა შემოგეხარჯებათ და არც გადახდა დაგაგვიანდებათ.

დისციპლინა ორგანიზებულობა და ყურადღება

დისციპლინა ორგანიზებულობა და ყურადღება - ეს სამი ჩვევა სესხის დაფარვის საუკეთესო დამხმარეა, მაგრამ თუ საკუთარი თავის იმედი არ გაქვთ, მაშინ ეს თვისებები რაიმე ხერხით უნდა აინაზღაუროთ. ამისთვის ყველაზე კარგი მეთოდი შეხსენებაა - დააყენეთ მობილურის შეტყობინება, სთხოვეთ ახლობელს, რომ შეგახსენოთ სესხის გადახდის დღის მოახლოება. 

გადაიხადეთ მაშინვე, როცა ამის შესაძლებლობა გაქვთ

თუ ხელფასი ჩაგერიცხათ თანხის გადახდას ნუ დააყოვნებთ, ასე შეიძლება დაგავიწყდეთ და გადახდის ბოლო ვადაც უეცრად მოგადგეთ. გადახდა ბევრ ძალსხმევას არ საჭიროებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ 24 საათიან მომსახურებას გთავაზობენ და ოფისიდან გადახდის გარდა ონლაინ გადახდის საშუალებაც გაქვთ. 

რიკოში სესხის დაფარვა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი

როგორ დავფაროთ სესხი არასტაბილური შემოსავლის ქონისას

თუ თქვენი შემოსავალი დამოკიდებულია მოსავალზე, შეკვეთებზე, ან რაიმე სხვა არასტაბილურ ფაქტორზე, მაშინ კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე არის საჭირო. ასეთ დროს ზოგჯერ შეიძლება გაცილებით მეტი თანხა გამოგითავისუფლდეთ სესხის დასაფარად, ხოლო ზოგჯერ დაგაკლდეთ გათვალისწინებული ოდენობის შეგროვება. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი წინსწრებით დაფარვაა. 

წინსწრებით დაფარვა საქმის წინ წაგდებაა - ამ დროს თქვენ ფარავთ ძირის იმ ნაწილს, რომელიც მომავალში უნდა გადაგეხადათ. ხშირად ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს წინსწრებით დაფარვაზე აქვთ საკომისიო, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინტერესს და არასდროს ვაწესებთ წინსწრების საკიმისიოს.

ოქროს ლომბარდი - როგორ ავირიდოთ დაჯარიმება

დაგვიანებული გადახდა ხშირად დაკისრებულ ჯარიმას ნიშნავს, ერთ თვეს მეორე შეიძლება მოყვეს, ჯარიმას ჯარიმა დაემატოს და გამოტანილი თანხა ორჯერ, ან გაცილებით მეტჯერ ძვირი დაგიჯდეთ. 

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად რიკო ექსპრესმა შეიმუშავა უჯარიმო ლომბარდის კონცეფცია. უჯარიმო ლომბარდით სარგებლობისას თქვენ თავად ირჩევთ, თუ რამდენ ხანში ერთხელ გადაიხდით თანხას, იქნება ეს ერთი, ორი თუ სამი თვე და ამასთან, აღარ იდარდებთ გადახდის თარიღის მოახლოებაზე, რადგან თანხის გადაცილების შემთხვევაშიც ზუსტად იმდენს გადაიხდით, რამდენიც დროულად გადახდისას უნდა დაგეფარათ.
 

სხვა სტატიები სრული არქივი