რიკოს ახალი ფილიალი გორთან, Wissol-ის სადგურთან გაიხსნა | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

ახალი ფილიალი

რიკოს ახალი ფილიალი გორთან, Wissol-ის სადგურთან გაიხსნა

...

მოგზაურობის მოყვარულთათვის და ქვეყნის მთავარი მაგისტრალის ხშირი მგზავრებისთვის ძალიან კარგი სიახლე გვაქვს. დღეიდან რიკო ექსპრესის ქსელს ახალი, 51-ე ფილიალი შეემატება. ფილიალი გორთან, ავტობანზე, Wissol-ის ბენზინგასამართ სადგურთან გაიხსნა.

ეს გაჩერება ალბათ ყველას გეცნობათ და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ფინანსური მომსახურების მისაღებად ძალზე კომფორტული პირობებია შექმნილი. ქალაქისგან განსხვევებით, პარკინგი ყოველთვის თავისუფალია, გარდა ამისა Smart-ისა და Wendy’s-ის პროდუქციაც აქვე, ხელის ერთ გაწვდენაზეა და რაც მთავარია მომსახურების მიღება ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

ოქროს ლომბარდი

ახალი ფილიალი საშუალებას მოგცემთ ავტობანზე, გზიდან გადახვევის გარეშე მიიღოთ საჭირო თანხა, სესხის დაფარვის შემდეგ კი, შეგიძლიათ კუთვნილ ნივთს ნებისმიერ სხვა ქალაქში დაიბრუნოთ, ან პირიქით, სხვაგან აღებული სესხი რიკოს ახალ ფილიალში მიიღოთ.

ჩვენთან გადახდაც ძალიან მარტივია. თანხის დასაფარად შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ვებ-გვერდით - ricoonline.ge, ასევე რიკო ექსპრესის, თიბისი ფეისა და საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით. სესხის დაფარვა ასევე შესაძლებელია საქართველოსა და თიბისი ბანკის ონლაინ და მობაილ ბანკინგის მეშვეობითაც.

საუკეთესო სავალუტო კურსი

როგორც წესი ქალაქგარეთ ვალუტის გაცვლა გაცილებით ძვირი ჯდება, თუმცა ჩვენი ფილიალები ძალზე სასიამოვნო გამონაკლისს გთავაზობთ. ჩვენს ნებისმიერ ფილიალში ყოველთვის თანაბარი ტარიფებია, რაც იმას ნიშნავს, რომ რიკოს ყველაზე სარფიანი სავალუტო კურსები ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში ხელმისაწვდომია.

ფულადი გზავნილები

თუ მგზავრობისას თანხა მიგაქვთ, Ricogram-ის საქალაქთაშორისო გზავნილს გირჩევდით. ნემისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იჩქაროთ, რიკოთი გაგზავნილი ფული აუცილებლად ჩაგასწრებთ, თქვენ კი მშვიდად და უსაფრთხოდ განაგრძობთ გზას.

აქვე შეგახსენებთ, რომ Ricogram-ს საერთაშორისო ფულადი გზავნილებიც აქვს, რაც საქართველოდან ფულის გაგზავნისა და მიღების ყველაზე იაფი, სწრაფი და მოსახერხებელი საშუალებაა. გარდა ამისა „რიკო ექსპრესი“ თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ წამყვან ორგანიზაციებთან, როგორიცაა: Western Union, Unistream ,MoneyGram, Zolotaya Korona, Ria, Contact, Welsend, PrivatMoney და Sigue.

სხვა სტატიები სრული არქივი