ოქროს ლომბარდი - რა უპირატესობები აქვს სალომბარდო სესხს? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

ოქროს შეფასება

ოქროს ლომბარდი - რა უპირატესობები აქვს სალომბარდო სესხს?

...

სალომბარდო სესხი თანხის მიღების ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალებაა, რომელსაც არაერთი მახასიათებელი გამოარჩევს. ამ ბლოგში სწორედ ამ მახასიათებლებზე ვისაუბრებთ და განვმარტავთ, თუ რა უპირატესობებით გამოირჩევა ლომბარდი.

1.    ლომბარდი შემოსავლების დამტკიცებას არ საჭიროებს

როგორც წესი, სესხის აღებისას შემოსავლების დამტკიცება ყოველთვის დიდი თავსატეხია. ხშირად  მოსავალს, კერძო შეკვეთებს, ფულად გზავნილებსა და გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალს ბანკები არასტაბილურ შემოსავლად მიიჩნევენ, ხოლო ნებისმიერი თვითდასაქმებულისთვის შემოსავლის დოკუმენტურად დამტკიცება ძალზე რთულია.

სესხის დამტკიცებისას ბანკის ოფიცერმა შეიძლება არაერთი უხერხული შეკითხვა დაგისვათ და ბოლოს თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მოგცემთ თუ არა სესხს. ლომბარდის შემთხვევაში კი შემოსავლების დადასტურებაში დროს საერთოდ არ ვკარგავთ.

2.    ნეგატიური საკრედიტო ისტორია პრობლემას არ წარმოადგენს

სესხების კიდევ ერთი თავისტკივილი საკრედიტო ისტორიაა, თუმცა ლომბარდით სარგებლობისას ისტორია არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ამგვარად ვზოგავთ დროსაც და თანაბარ პირობებს ვთავაზობთ ნებისმიერ მომხმარებელს.

3.    ლომბარდი უფრო იაფია

ლომბარდის მთავარ ალტერნატივა სამომხმარებლო სესხია, რომელიც გაცილებით ძვირი ჯდება. ბანკის შემოთავაზება 13%-დან იწყება, თუმცა დამატებით ხარჯების გათვალისწინებით საპროცენტო განაკვეთი 22-25%-მდეც კი შეიძლება ავიდეს, არის შემთხვევები როცა საპროცენტო განაკვეთი 50%-რაც კი აღწევს.


ლომბარდის შემთხვევაში კი მოლოდინები გაცილებით მკაფიოა, რიკო ექსპრესში კი მეტიც, არც ფარული ხარჯები დაგეკისრებათ და არც საკომისიოებს გადაიხდით. ჩვენ თანაბარ პირობებს ვთავაზობთ ნებისმიერ მომხმარებელს, ხოლო სალომბარდო სესხი კი ყველაზე იაფი დაგიჯდებათ.

4.    ლომბარდი სესხის მიღების ყველაზე სწრაფი საშუალებაა

როგორც უკვე ვთქვით, ლომბარდით სარგებლობისას შემოსავლების და საკრედიტო ისტორიის გადამოწმებაში დროს არ ვკარგავთ. ერთადერთი ამოცანა პირის იდენტიფიკაცია და ნივთის შემოწმებაა, რაც ძალიან მცირე დროს მოითხოვს. მომხმარებელს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა, უზრუნველყოფის ნივთი და სესხი რამდენიმე წუთში დამტკიცდება, თანხასაც ადგილზე მიიღებთ ყოველგვარი ბიუროკრატიისა და მრავალსაათიანი ლოდინის გარეშე.

5.    რიკო კიდევ უფრო მეტ სარგებელს გთავაზობთ

მაშინ, როცა ლომბარდი თანხის სესხების ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალებაა, რიკო ექსპრესი კიდევ უფრო დახვეწილ და მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას გთავაზობთ. პირველ რიგში ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ფარული ხარჯები, რიკოში მომხმარებელი იხდის ზუსტად იმდენს, რამდენსაც დაგეგმავს და არანაირი საკომისიო ან რაიმე სხვა ფარული გადასახადი არ დაეკისრება. გარდა ამისა, რიკოს არ აქვს წინსწრების საკომისიო, ხოლო ოქროს შეფასება ყოველთვის ყველაზე მაღალია.

რიკო ექსპრესის უპირატესობების ჩამონათვალი კიდევ უფრო შორს მიდის და მოიცავს ისეთ შემოთავაზებებს, როგორებიცაა - უჯარიმო და მოხერხებული ლომბარდი, რომელთა შესახებაც ლომბარდის გვერდზე უფრო დეტალურად იხილავთ და დარწმუნდებით, რომ რიკო ექსპრესს აქვს ქვეყანაში საუკეთესო სალომბარდე პირობები.
 

სხვა სტატიები სრული არქივი