5 მიზეზი თუ რატომ არის რიკოს თამასუქი ყველაზე სარფიანი პროდუქტი | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

თამასუქი

5 მიზეზი თუ რატომ არის რიკოს თამასუქი ყველაზე სარფიანი პროდუქტი

...

თამასუქის მომხმარებლებისთვის რიკო ექსპრესში ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, ამიერიდან დახურული სამთვიანი ოქროს თამასუქის შეძენა ლარში უკვე 12%-ად არის შესაძლებელი. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ამ უნიკალურ შემოთავაზებას უფრო ვრცელი სტატია მივუძღვნათ და კარგად გაგაცნოთ, თუ რა სარგებელი მოაქვს ოქროს თამასუქს და რატომ არის რიკოს ეს შემოთავაზება ყველაზე სარფიანი.

1.       მრავალწლიანი გამოცდილება და სანდოობა

ოქროს თამასუქის შესახებ ძალზე ბევრის რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თამასუქის მთავარი საფუძველი - რიკო ესპრესის მაღალკვალიფიციური გუნდი და მრავალწლიანი გამოცდილებაა.

თავად ოქროს თამასუქი ჯერ კიდევ 2008 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ბაზრის უპირობო ლიდერი გახდა. დროთა განმავლობაში ორგანიზაციის სტაბილურმა ზრდამ კი მისი პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა, გაიზარდა საპროცენტო სარგებელიც და შესაბამისად, გაიზარდა თამასუქისადმი მოთხოვნა.

2.       ფინანსური მდგრადობა

ოქროს თამასუქის პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი რიკო ექსპრესის ორგანიზაციული სტაბილურობა და ფინანსური მდგომარეობაა. რიკო ექსპრესი ერთ-ერთი პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც 25 წელია წარმატებით უმკლავდება ნებისმიერი სახის ფინანსურ გამოწვევას. რიკო ექსპრესის წარმატება ყველაზე კარგად პანდემიის პერიოდში დადებითი ბალანსითა და 2020 წელს 39,9-მილიონიანი მოგებით გამოიხატება.

გარდა ამისა, 2015 წლიდან „რიკო ექსპრესი“ თანამშრომლობს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანია „ერსთ ენდ იანგთან“ (Ernst & Young), ხოლო ფინანსური დოკუმენტები კი ქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე. ამგვარი გამჭვირვალობა რიკო ექსპრესისადმი ნდობას კიდევ უფრო ამყარებს, რაც პირდაპირ აისახება „ოქროს თამასუქის“ სანდოობაზე.

3.       ყველაზე სტაბილური შესაძლებლობა კაპიტალის გასაზრდელად

ზოგადი ეკონომიკური ფონი თამასუქის გახსნის დამატებითი მოტივაციაა. გლობალური პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, თამასუქის ყიდვის საჭიროება კიდევ უფრო გაიზარდა.

საქმე ისაა, რომ პანდემიასთან ერთად ბიზნეს რისკების წინასწარ გათვლა ძალზე გართულდა, შესაბამისად, კაპიტალის ინვესტირება თითქმის ყველა სფეროში ბუნდოვან მოლოდინებთან არის დაკავშირებული. ასეთ დროს „ოქროს თამასუქი“ თქვენი კაპიტალის საუკეთესო დაზღვევაა. თამასუქის ყიდვა შეგინარჩუნებთ და გაგიზრდით კუთვნილ თანხას, თქვენ დაელოდებით ხელსაყრელ მომენტს და ინვესტიციასაც უფრო სასურველ დროს განახორციელებთ.

4.       ყველაზე მეტი სარგებელი

რაც შეეხება უშუალოდ თამასუქის ყიდვას, ასეთ დროს ბუნებრივია, უნდა აირჩიოთ ის შემოთავაზება, რომელიც ყველაზე მეტ სარგებელს მოგიტანთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრადიციულად, „ოქროს თამასუქი“ ყველაზე მაღალი სარგებლით გამოირჩევა.

რიკო ექსპრესი გასცემს ორი ტიპის - ღია და დახურულ თამასუქს.  ღია თამასუქის დროს ფასიანი ქაღალდის მიმღებს თანხის გატანა შეუძლია ნებისმიერ დროს, ხოლო დახურული თამასუქის შემთხვევაში კი, მხოლოდ დოკუმენტის გაცემიდან შეთანხმებული პერიოდის შემდეგ. რაც შეეხება საპრცენტო განაკვეთს, „ოქროს თამასუქის“ საპროცენტო სარგებელი შემდეგნაირია:

ღია თამასუქისთვის - ლარში 9%, ხოლო დოლარში - 3%;

დახურული თამასუქისთვის ლარში 12%, დოლარში - 5%, ხოლო ევროში - 2%.

„ოქროს თამასუქის“ მინიმალური ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს ევროსა და დოლარში.

5.       საუკეთესო პირობები და უმაღლესი ხარისხის მომსახურება

საუკეთესო პირობები მხოლოდ საპროცენტო განაკვეთში როდი გამოიხატება, რიკო ექსპრესში თამასუქთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება სწრაფი და მოხერხებულია. თამასუქის გახსნა შესაძლებელია რიკო ექსპრესის 48-ვე ფილიალში, რაც ჯამში საქართველოს 22 ქალაქს მოიცავს. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევში, თამასუქის გახსნის შემდეგ სერვისცენტრში მისვლა საერთოდ არ დაგჭირდებათ, რადგან თამასუქის სარგებელი ყოველთვიურად პირდაპირ საბანკო ანგარიშზე დაგერიცხებათ.

არ იფიქროთ, რომ სულ ეს არის, „ოქროს თამასუქზე“ კიდევ ბევრი რამ არის სასაუბრო, ასე რომ, თუ თამასუქის პირობებით დაინტერესდით, უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თამასუქის გვერდს, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.

სხვა სტატიები სრული არქივი