გმადლობთ, რომ აგვირჩიეთ ჩვენ.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესი" თითქმის ორი ათწლეულია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზრდადი, განვითარებაზე ორიენტირებული ლიდერი კომპანია ფინანსურ სექტორში.


 

დაფუძნებიდან დღემდე  კომპანიამ  განვითარების სხვადასხვა საფეხური გაიარა: 

 

დავიწყეთ იმით, რომ  დავფუძნდით, როგორც ერთ-ერთი პირველი ფინანსური ორგანიზაცია “რიკო ექსპრესი” საქართველოში.  დროთა განმავლობაში ვიზრდებოდით და 2007 წელს ოფიციალურად მოგვენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი.  ყოველი ნაბიჯი, წარმატებული იყო, მათ შორის 2011 წელს გავხდით HSBC” ბანკის საქართველოს უმსხვილესი აქტივის მფლობელი. 2012 წლიდან ვცდილობდით ვყოფილიყავით ყველგან და მოვიცვით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. 


 

რა ხდება დღეს ჩვენთან? 

 

დღესდღეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რიკო ექსპრესი“ ერთადერთი კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტია საქართველოში. ფინანსური მდგრადობის ფონზე შევძელით წარმატებით შეგვენარჩუნებინა და დამატებით მოგვეზიდა ახალი პარტნიორები თუ მომხმარებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ლოიალურ მომხმარებელთა რიცხვი სწრაფი ტემპით განაგრძობს ზრდას, რაც ორგანიზაციის გუნდის და მაღალპროფესიონალ თანამშრომელთა დამსახურებაა, რისთვისაც მადლობას გიხდით. 

 

ამ ეტაპზე „რიკო ექსპრესი“ ფლობს 36 ფილიალს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში:  თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, ხაშური, გორი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, სამტრედია, წყალტუბო, ქობულეთი, გურჯაანი. თითოეული ობიექტი კომპანიის საკუთრებაშია. ქსელის გაფართოება დინამიური პროცესია და უახლოეს პერიოდში იგეგმება კიდევ რამოდენიმე ფილიალის გახსნა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

 

 

კომპანიის მენეჯმენტი: 

 

ლაშა ნიკოლაიშვილი – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ვლადიმერ შავლაყაძე – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

თამარ გოგოძე – დირექტორი

დავით შენგელია – საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი


 

 

ოქროს თამასუქი
sesxi